19:44 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-13 14:37:59, 602 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში ქართველ სამხედროებს მადლობა გადაუხადა

ავღანეთში, მაზარი-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოს თანამშრომელთა სიცოცხლის გადარჩენისთვის და წარმატებით ჩატარებული ოპერაციისთვის, ლევან იზორია მტკიცე მხარდაჭერის მისიის ქართულ სამხედრო კონტინგენტს მადლობას უხდის.

თავდაცვის მინისტრი სწრაფი რეაგირების ჯგუფის მეთაურსა და წევრებს პირადად გაესაუბრა, მოისმინა დეტალური ინფორმაცია ჩატარებული ოპერაციის შესახებ და გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადა.

"ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში გერმანიის გენერალურ საკონსულოზე შეიარაღებული თავდასხმა კოალიციურმა ძალებმა აღკვეთეს. გამორჩეული იყო ქართული ოცეულის რეაგირება, რომელმაც საკონსულოს თანამშრომლების უსაფრთხოება უზრუნველყო.

ქალაქ მაზარ-ი-შარიფში დიპლომატიური მისიის შენობასთან დანაღმული ავტომობილის აფეთქების შემდეგ, შემთხვევის ადგილზე მყისიერად გავიდა მტკიცე მხარდაჭერის მისიის, სწრაფი რეაგირების ქართული ოცეული, რომელმაც თავდამსხმელების მხრიდან გახსნილი საპირისპირო ცეცხლი მოიგერია და საკონსულოს შენობიდან თანამშრომელთა უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა უზრუნველყო. ქართველმა სამხედროებმა სიტუაციის სრული გაკონტროლება შეძლეს. ქართული ბატალიონიდან და კოალიციური ძალებიდან არავინ დაშავებულა",-ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და ქართველ სამხედროებს მადლობა გადაუხადა. „ჩვენს განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ ავღანეთის უშიშროების ძალებისა და ქართული შეიარაღებული ძალების მიმართ Resolut Support-დან, რომლებმაც მამაცურად, პროფესიულად და დაუყოვნებლივ აღმოუჩინეს დახმარება და თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს”- ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics