12:55 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-20 11:46:10, 499 ნახვა

საზოგადოება
ქართულ ანბანს და გრაკლიანის გორას ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას“ და „გრაკლიანის გორას“ ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ინფორმაციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გრაკლიანის გორა, თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის მშენებლობის დროს 2007 წელს გამოვლინდა.
გრაკლიანის უდიდესო კოლექციის მნიშვნელოვანი  ექსპონატებია  -  ოქროს დისკო - ძვ. წ.აღ IV ათასწლეული.  მისი ერთადერთი ანალოგი არსებობს ირანში ქალაქ სუზაში, საბეჭდავი - ძვ. წ.აღ IV ათასწლეულით თარიღდება, მისი ანალოგი არსებობს სამხრეთ მესოპოტამიაში ქალაქ ურუკში და პურის საცხობი ღუმელი, რომლის ზომები იცვლება შენობის მოცულობის შესაბამისად და შემკულია დეკორატიული ელემენტებით.
"გრაკლიანი გორა" წარმოადგენს მრავალფენიან არქეოლოგიურ ძეგლს, სადაც  საზოგადოებრივი ცხოვრების  300 000 ათას წლიანი უწყვეტი განვითარება  დასტურდება ქვის ხანიდან დაწყებული რომაული პერიოდის ჩათვლით.  "გრაკლიან გორაზე" გამოვლენილ ტერასებზე ინტენსიურად განლაგებულია  საცხოვრებელი სახლები, სამეურნეო  დანიშნულების ნაგებობები, ტაძრები და სამარხები, რომლებიც ძვ.წ. IV-ახ.წ I ათასწლეულებს განეკუთვნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics