12:55 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-20 11:29:57, 492 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული არქივის დელეგაცია პირველ მსოფლიო ომთან დაკავშირებულ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი და სამეცნიერო განყოფილების უფროსი ქეთევან ასათიანი  სტამბოლში მიმდინარე საერთაშორისო ღონისძიებაში „პირველი მსოფლიო ომის დოკუმენტები; გლობალური ომიდან გლობალურ მშვიდობამდე“ მონაწილეობენ. სამდღიანი ღონისძიება 19 მარტს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა გახსნა.

ღონისძიება მოიცავს პრეზენტაციებსა და გამოფენას სხვადასხვა ქვეყნის არქივებსა და სამუზეუმო დაწესებულებებში დაცული პირველი მსოფლიო ომის ამსახველი მასალების შესახებ. მათ შორისაა საქართველოს ეროვნული არქივის დოკუმენტებიც.

თეონა იაშვილი ღონისძიების მსვლელობისას შეხვდა არქივების საერთაშორისო საბჭოს დირექტორს, ავსტრალიის ეროვნული არქივის ხელმძღვანელს დევიდ ფრიკერს, ასევე, თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, პოლონეთისა და სხვა ქვეყნების არქივების ხელმძღვანელებს და მათთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ღონისძიების პირველივე დღეს პრეზენტაციით წარსდგა ქეთევან ასათიანი, რომლის მოხსენების თემა იყო:  „პირველი მსოფლიო ომი საქართველოს ეროვნული არქივის დოკუმენტებში“. მან ისაუბრა 1914-1918 წლების ომის ამსახველ  მრავალფეროვან და უნიკალურ დოკუმენტებზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics