14:10 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-03 10:40:28, 1612 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
ხადური ლარის კურსზე: ცუდი მოლოდინების საფუძველი არ არსებობს

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, უახლოეს მომავალში ლარის კურსის დასტაბილურებას ელოდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა,  მაკროეკონომიკური პარამეტრები გაუმჯობესებულია.

„დარწმუნებით მინდა ვთქვა, რომ  მაკროეკონომიკური  პარამეტრები გაუმჯობესებულია.მათ შორის გაუმჯობესებულია ჩამორიცხვები, რომელიც მანამდე შემცირებული იყო. იმპორტს აქვს შემცირების ტენდენცია, რაც ასევე მნიშვნელოვანია. მთავრობის ანგარიშებზე იქნება დადებითი ცვლილებები დოლარის თვალსაზრისით. დეკემბერში, ნოემბრის ბოლოს  ჩამოირიცხება აზიის განვითარების ბანკიდან თანხები. ასე რომ, ვფიქრობ, ეს დროებითია და უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ კურსის გამყარებას და აუცილებლად გამყარდება კურსი. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ყველანაირად ცდილობენ, რომ შექმნან ცუდი მოლოდინები, თუმცა მინდა გითრათ,  რომ  ცუდი მოლოდინების არანაირი საფუძველი არ არსებობს მაკროეკონომიკურად და ეს ყველაფერი არაერთხელ გაჟღერებულა როგორც ეროვნული ბანკის, ისე ჩვენი მხრიდან. ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოსახლეობას, რომ არ იზარალონ.ლარის მიმართ ნდობა უნდა გაიზარდოს. ლარი უნდა იყოს ძირითადი  ვალუტა, მათ შორის იმ მიმართულებით, რომელშიც დღეს ასე არ არის“,-აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

კითხვაზე- დამაიმედებელი განცხადებების მიუხედავად, ლარის კურსი კვლავ უფასურდება და რითაა ეს გამოწვეული, ხადურმა ასე უპასხუა:

„ჩვენი ბაზრის კონიუქტურა საკმაოდ საინტერესოა. ის ერთჯერადი ტრანზაქციები, რომლებიც  ხორციელდება ხოლმე სამწუხაროდ ახდენს ზეგავლენას და შემდეგ ამას აქვს გამოძახილი. ესაა და ეს“,-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics