12:50 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-15 10:30:05, 763 ნახვა

სამხედრო
იზორია: რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქართველ ხალხს სწორედ USS Mount Whitney დაუდგა გვერდში

თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებით, შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან, ახლო მომავალში კონკრეტული გეგმები განხორციელდება, - ამის შესახებ იზორიამ ბათუმში, ამერიკის სამხედრო გემ USS Mount Whitney-ზე, საქართველოსა და ამერიკის სამთავრობო დელეგატებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან სტრატეგიულ დიალოგს იწყებს. 

„ახლო მომავალში კონკრეული გეგმები იგეგმება და ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყობთ“, - განაცხადა ლევან იზორიამ. 

ლევან იზორიამ ასევე, ამერიკასთან ურთიერთობასა და ამერიკის სამხედრო ხომალდ USS Mount Whitney-ზეც ისაუბრა, რომელიც მესამე დღეა ბათუმის პორტში იმყოფება.

„ეს გემი ქართულ-ამერიკული სტრატეგიული თანამშრომლობის სიმბოლოა, არა მხოლოდ სამხედრო სფეროში, არამედ ხალხთაშორის და ერთაშორის მეგობრობის სფეროში. ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან. სწორედ ეს გემი იყო, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქართველ ხალხს გვერდში დაუდგა და ჰუმანიტარული დახმარება ჩამოიტანა. ამერიკა მეგობრობის დიდ ტრადიციებს განაგრძობს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

მინდა განსაკუთრებით ხაზგასმით ავღნიშნო ვარშავის სამიტის შემდეგ, შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გაძლიერება ჩვენს ნატო-ელ პარტნიორებთან და განსაკუთრებით აშშ-სთან. ბუნებრივია, ამ კონტექტსშიც, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ხომალდის ვიზიტი საქართველოში“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, ამერიკული სამხედრო ხომალდი ბათუმში 12 ოქტომბერს შემოვიდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics