15:01 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 14:50:59, 1098 ნახვა

კომენტარი
წიკლაური: ამ ბაქი-ბუქსა და ტრაბახს, ივანიშვილს ურჩევნია, 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის მოემზადოს

"ამ ბაქი- ბუქსა და ტრაბახს ურჩევნია, 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის მოემზადოს, როცა საბოლოო განაჩენს გამოუტანს მას და მის პოლიტიკურ პარტიას ქართველი ხალხი",-ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებებს.

წიკლაურის თქმით, ივანიშვილი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგზე:

"ბოლო დღეები განსაკუთრებით ადასტურებს იმ უიმედობას და სასოწარკვეთილებას, რაც "ქართულ ოცნებაშია". ბიძინა ივანიშვილი არის საუკეთესო სიმბოლო ამ  უიმედობის, სასოწარკვეთილებისა და ამ პოლიტიკური პარტიის  აგონიის. თქვენ ხედავთ, რომ დღეში რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს, მათ შორის მაგალითად, "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგზე, რომელიც ხან რადარებიდან იყო  გამქრალი, ხან 2-3%-ს უტოლდებოდა და დღეს ბიძინას  წამოცდა, რომ 30%-ია "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი. ამიტომ, როცა ლაპარაკობს შიშზე,  უმჯობესია, ილაპარაკოს იმ შიშზე, რომელიც ახლა არის მასში ჩაბუდებული. მე ასე პერსონიფიცირებული შიში, სიმართლე გითხრათ, არ მინახავს, როგორც არის ეს  ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში.  ამ ბაქი- ბუქს და ტრაბახს ურჩევნია, 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის მოემზადოს, როცა საბოლოო განაჩენს გამოუტანს მას და მის პოლიტიკურ პარტიას ქართველი ხალხი",-აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics