01:09 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-13 15:16:14, 432 ნახვა

საზოგადოება
დავით ბაქრაძემ დაღუპული ქართველი კურსანტების ხსოვნას პატივი მიაგო

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ქაშუეთის ეკლესიაში  ნიუ–ჯერსიში დაღუპული ქართველი კურსანტების ხსოვნას პატივი მიაგო. 

„ეს ახალგაზრდა კადეტები ჩვენს აპარატთან არსებული ნატო–სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მოხალისეები იყვნენ. მათ არაერთ ღონისძიებაში მიუღიათ მონაწილეობა. ჩვენს აპარატთან, საინფორმაციო ცენტრთან ერთად გულწრფელად ვუსამძიმრებ ყველას, პირველ რიგში მისი ოჯახის წევრებს, მთლიანად საზოგადოებას, ასეთი გულანთებული ახალგაზრდების დაღუპვის გამო“, – აღნიშნა ბაქრაძემ. 

ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში  ნიუ-ჯერსიში  დაღუპული ქართველი კურსანტების პატივსაცემად სამოქალაქო პანაშვიდი იმართება.

რიგითები - სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ. ქართველი კურსანტების სამშობლოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფარავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics