00:06 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-13 14:36:24, 306 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი დაღუპულ კურსანტებზე: ჩვენ მთელ საქართველოსთან ერთად ვგლოვობთ

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ–ში დაღუპული კურსანტების ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

როგორც პრეზიდენტმა ქაშუეთის ტაძრის ეზოში ჟურნალისტებს განუცხადა, ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება მძიმეა, მაგრამ, მისივე თქმით, განსაკუთრებით მძიმეა, როდესაც იღუპება ადამიანი, ვისაც შეეძლო, საკუთარი ქვეყნის სიძლიერეში განსაკუთრებული წვლილი შეეტანა. 

„მძიმეა, როდესაც ახალგაზრდა ამ ქვეყნიდან მიდის.  განსაკუთრებით მძიმეა, როდესაც ადამიანი,  ვისაც შეეძლო ქვეყნის სიძლიერეში, მის მომავალში  მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა, განგებამ ასე წაიყვანა ჩვენგან.  ჩვენ ვგლოვობთ მათი ოჯახის წვერებთან და მთელ საქართველოსთან ერთად“, – განაცხადა მარგველაშვილმა. 

ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში  ნიუ-ჯერსიში  დაღუპული ქართველი კურსანტების პატივსაცემად სამოქალაქო პანაშვიდი იმართება.

ტაძარში, მოქალაქეებთან ერთად ქვეყნის მინისტრებიც მიდიან. 

ამ დროისთვის, ეკლესიაში თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, ასევე,  „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ–ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი, აშშ–ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი იმყოფებიან. 

ქაშუეთის ეკლესიიდან სოსო მაკარიძეს თერჯოლაში, ბესარიონ გორჯოლაძეს კი, კასპის რაიონში, საკუთარ ოჯახებში გადაასვენებენ. 

რიგითები - სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ. ქართველი კურსანტების სამშობლოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფარავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics