2015-03-10 17:12:56, 710 ნახვა
ეკონომიკა
ლარი გაუფასურებას განაგრძობს
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ხვალ, 1 დოლარი 2.18 ლარი იქნება. დღეს კი, 1 დოლარის შეძენა 2.17 ლარად არის შესაძლებელი.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ოფიციალური კურსით, ხვალ, 1 ევრო 2.34 ლარი იქნება. დღეს კი, 1 ევროს შეძენა 2.36 ლარად არის შესაძლებელი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან