08:07 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-09 10:17:28, 604 ნახვა

სამართალი
შსს-მ 19 488 აბი პრეგაბალინის შემცველი ფსიქოტროპული საშუალება ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების, ამავე დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით პრეგაბალინის შემცველი ფსიქოტროპული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში საქართველოს მოქალაქეები - 1989 წელს დაბადებული სანხან მ. და 1974 წელს დაბადებული ელმარ დ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სანხან მ-ს და ელმარ დ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანების ჩხრეკისას სპეციალური სამალავიდან 19 488 აბი პრეგაბალინის შემცველი ფსიქოტროპული საშუალება ამოიღეს. 

შსს-ს ცნობით, დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 261-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 263-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics