13:57 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-05 18:13:44, 475 ნახვა

საზოგადოება
ნაწარმზე "რძის ნაწარმის" დაწერა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ის მართლა რძისაა

რძის რეგლამენტთან დაკავშირებით დოკუმენტი შეიქმნა. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, "რძისა და რძის  ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი" ძალაში 1 აგვისტოდან შევა, რაც გულისხმობს იმას, რომ კომპანიას რძის ნაწარმზე "რძის" დაწერის უფლება აღარ ექნება, თუკი ის მართლაც რძისგან დამზადებული არაა.
"რძის რეგლამენტთან დკავშირებით დოკუმენტი შეიქმნა, რომელშიც არის აღწერილი ყველა პროცედურა, ყველა სპეციფიკაცია ეტიკეტირების წესი, თუ რა არის რძის პროდუქტები. შესაბამისად,  პირველი აგვისტოდან შევა ძალაში და გვეცოდინება,  რას ვყიდულობთ როგორ ვყიდულობთ. თუ არის ის რძის ნაწარმი, მას მხოლოდ ამ შემთხვევაში შეეძლება აღნიშნული წესების გათვალისწინებით დააწეროს არის რძის, ყველა სხვა შემთხვევაში მათ ამის უფლება აღარ ექნებათ, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია მცენარეული ცხიმის შემცველობები, რომელზეც მკაცრი კონტროლი დაწესდება",-განაცხადა ოთარ დანელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics