13:57 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-03 15:09:12, 347 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა და დავით ნარმანიამ მსჯავრდებულ ქალებს 3 მარტი მიულოცეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და დედაქალაქის მერი დავით ნარმანია სასჯელაღსრულების N5 დაწესებულებას ეწვივნენ და მსჯავრდებულ ქალებს დედის დღე მიულოცეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს, გიორგი მღებრიშვილმა იმ მსჯავრდებულ დედებს, რომელთა შვილებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მათთან ერთად იზრდებიან, სასაჩუქრე კალათები გადასცა. მინისტრმა ასევე, დააჯილდოვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყველაზე ხანდაზმული ქალბატონი.

ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სასჯელაღსრულების მე-5 ქალთა დაწესებულებაში კონცერტი გაიმართა. მსჯავრდებულ ქალებს დედის დღე კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა და ქართველმა მომღერლებმა მიულოცეს. სპეციალურად დედის დღესთან დაკავშირებით ცნობილმა ქართველმა ქალმა მომღერლებმა დუეტები შვილებთან ერთად შეასრულეს. კონცერტის წამყვანი მსახიობი ნიკა წულუკიძე იყო. მერიის წარმომადგენლებმა მსჯავრდებულებს საჩუქრად წიგნები გადასცეს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, დედის დღე განსაკუთრებით მძიმეა იმ მსჯავრდებულებისთვის, ვინც მოკლებულია შვილებთან ურთიერთობის სიხარულს.

„მინდა, ვუსურვო მსჯავრდებულ ქალებს  შვილების გამო გაუძლონ,  დაძლიონ სირთულეები და მალე დაუბრუნდნენ საყვარელ ადამიანებს. დედობა, შვილები დიდი მოტივაციაა იმისთვის, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ და აღარასდროს დაუბრუნდნენ ამ კედლებს“, -განაცხადა მინისტრმა.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ის ყოველთვის მზად არის დაეხმაროს მათ,  ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

„მინდა მივულოცო დღევანდელი დღე მსჯავრდებულებს, ჩვენ ვინახულეთ ის დედები, რომლებიც ბავშვებთან ერთად  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცხოვრობენ. თბილისის მერია ყოველთვის მხარს დაუჭერს იმ ადამიანებს, ვისაც განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება“, - განაცხადა დავით ნარანიამ

დედის დღისა და ქალთა დღის აღსანიშნავად კულტურული ღონისძიებები მთელი კვირის განმავლობაში გაიმართება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია პოეზიის საღამო, ქალი რეჟისორის სპექტაკლი და კინოჩვენება. კვირეული 8 მარტს მხატვარ ქალთა გამოფენით დაიხურება.  ქალთა კვირეული ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად აღინიშნება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics