14:29 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-05 16:23:08, 620 ნახვა

სამხედრო
„ნატო-საქართველოს სწავლება 2016“-ის მთავარი დაგეგმარების კონფერენცია დაიწყო

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“-ის მთავარი დაგეგმარების კონფერენცია დაიწყო. კონფერენცია, ოფიციალურად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ გახსნა.

ნატოს „მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის“ (ACT), ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნებისა და ქართული მხარის წარმომადგენლები სწავლების დაგეგმარებაზე „ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში“ (JTEC) სამი დღის განმავლობაში იმსჯელებენ.

ჩვენ გვქონდა სხვადასხვა სწავლების დაგეგმვისა და მასპინძლობის ძალიან მდიდარი გამოცდილება, მაგრამ, ეს, რეალურად, არის ნატოს პირველი სწავლება, რომელიც ჩადებულია ნატოს სწავლებების გეგმაში და რომელიც პერიოდულად ჩატარდება საქართველოში. ნოემბერში ვმასპინძლობთ პირველ ასეთ სწავლებას და ახლა მიმდინარეობს დაგეგმვის კონფერენცია. სწავლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ჩვენს ოფიცრებს აძლევს საშუალებას, მიიღონ გამოცდილება ნატოს ოპერაციების დაგეგმვის თვალსაზრისით. სწავლებაში ჩართულია ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობა, ნატოს სახმელეთო ძალების სარდლობა იზმირიდან და ნატოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომელიც განთავსებულია პოლონეთში. ქართული მხრიდან სწავლებაში მონაწილეობენ JTEC-ის ოფიცრები, გენერალური შტაბისა და ბრიგადების ოფიცრები. უკვე ცნობილია, რომ ამ სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს ნატოს წევრი რამდენიმე ქვეყანა. დასტური გვაქვს სლოვენიიდან, ლიტვიდან, თურქეთიდან. ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-იდან. სწავლებაში ჩართვის სურვილი გამოთქვა უკრაინამ. ვფიქრობთ, ეს იქნება საინტერესო, მრავალფეროვანი სწავლება, რომლის დროსაც ჩვენი ოფიცრები მრავალეროვნულ გარემოში დაგეგმავენ და განახორციელებენ ნატოს ოპერაციას“,- განაცხადა პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ჩატარდება, რომელიც საქართველოს 2014 წლის უელსის სამიტზე მიანიჭეს. სწავლება მრავალეროვნული ბრიგადის დონის იქნება და „ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში“ გაიმართება.

სწავლების განმავლობაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით ნატოს ოპერაციების დაგეგმვისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს განავითარებენ. სწავლება ხელს შეუწყობს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს თავსებადობის ამაღლებას და საქართველოს ნატოსთან მეტ სიახლოვეს დაადასტურებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics