|
2016-05-26 11:28:07, 652 ნახვა
სამხედრო
„დელტამ“ ქართული წარმოების უახლესი საარტილერიო სისტემა GMM-120 წარმოადგინა
თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ ქართული წარმოების 120 მილიმეტრიანი თვითმავალი ნაღმმტყორცნი GMM-120 წარმოადგინა. როგორც „ექსპრესნიუსს“ „დელტადან“ აცნობეს, საბრძოლო მანქანაზე მუშაობა „დელტას“ ინჟინრების მიერ რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მაღალი გამავლობის 3 ღერძიან სატვირთო ავტომანქანის ბაზაზე დამონტაჟებული ქართული 120 მმ კალიბრიანი თვითმავალი ნაღმმტყორცნი ცეცხლის მართვის, ნავიგაციის და დამიზნების თანამედროვე ციფრული სისტემებითაა აღჭურვილი. მას პოზიციის დაკავება, დამიზნება და ცეცხლის გახსნა რამდენიმე წამში შეუძლია. ქართული თვითმავალი ნაღმმტყორცნი აღჭურვილია გლობალური სანავიგაციო სისტემა GPS-ით, ტაქტიკური პლანშეტ-კომპიუტერებით და მაღალ დონეზე დაცული კავშირგაბმულობის სისტემით, ამით მანქანა ავტონომიური საცეცხლე მანქანის თვისებებს იძენს და ჯარების მართვის ერთიან სისტემაში ინტეგრაციის საშუალებას იძლევა. თვითმავალი ნაღმმტყორცნის დანიშნულებაა მსუბუქი ქვეითი ან მექანიზირებული დანაყოფების საცეცხლე მხარდაჭერა, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, საცეცხლე წერტილების, გამაგრებული საინჟინრო ნაგებობების, მსუბუქი ჯავშანტექნიკის და სხვა სამიზნეების განადგურება. ტაქტიკურ- ტექნიკური მონაცემები: კალიბრი - 120 მმ; საბრძოლო მასა - 15 ტონა; სიგრზე - 8,40 მეტრი; სიგანე - 2,80 მეტრი; სიმაღლე - 2,80 მეტრი; ეკიპაჟი - 6 კაცი; სროლის ტემპი - 15 გასროლა/წთ; სწრაფსროლა მაქსიმალური მუხტით - 60 გასროლა; სწრაფსროლა შორსმსროლელი მუხტით - 50 გასროლა; საარტილერიო ნაწილის რესურსი - 4000 გასროლა; საარტილერიო ნაწილის მასა - 2000 კგ; სროლის მაქსიმალური მანძილი - 7100 მეტრი; სროლის მინიმალური მანძილი - 480 მეტრი; დამიზნების სისტემა - ელექტრომექანიკური.
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)