11:52 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 18:41:24, 824 ნახვა

კომენტარი
გია იანტბელიძე: კორცხელში ვიყავი იმიტომ, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერი ვარ

ის, რომ მე კორცხელში ვინმეზე ვძალადობდი ცრუ ინფორმაციაა, - ასე გამოეხმაურა მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების მოქმედი მწვრთნელი, გია იანტბელიძე, "ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას, კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

როგორც იანტბელიძემ აღნიშნა, ის კორცხელში იმყოფებოდა, როგორც "ქართული ოცნების“ მხარდამჭერი.

"“ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვარ და ჩავედი. ჩემი გულიდან გამომდინარე ჩავედი და დავფიქსირდი იქ, ჩემს მეგობრებთან ერთად. გაცხარებული ჩხუბის დროს თქვენ უფრო კარგად დაინახეთ იქ რაც ხდებოდა. ყველამ დააფიქსირა იქ ვინ რას აკეთებდა და თქვენ თვითონ ნახეთ, მე იქ რა როლი მეჭირა. მე რომ დავიწყო ახლა ვაშველებდი-თქო, მერე იტყვიან, თავს იმართლებსო და ყველაფერია თავიდან ბოლომდე გადაღებული. მე რომ იქ მონაწილეობას ვიღებდი და ვინმეზე ვძალადობდი ეს ცრუ ინფორმაციაა. ძალადობა დასაგმობია და არ შეიძლება. ეს რომ ჩხუბი და რაღაც შეხლა-შემოხლა მოხდა ძალიან ცუდი ფაქტია და თვითონაც კარგად ხვდებიან“, - განაცხადა გია იანტბელიძემ.     

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მედია მდივან ირამა ნადირაშვილის განცხადებით, სოფელ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაში ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია იანტბელიძე მონაწილეობდა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ჭიდაობის ფედერაციას და სპორტის სამინისტროს მიმართავს, გია იანტბელიძე მწვრთნელის პოზიციიდან გადააყენონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics