16:04 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-22 14:31:50, 571 ნახვა

სამხედრო
საუკეთესო სამხედრო მარშის გამოსავლენად კონკურსის ჟიურის მორიგი სხდომა გაიმართა

 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში სამხედრო მარშის საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოების გამოვლენის მიზნით შექმნილი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ჟიურის წევრებმა საქართველოს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულებული ის 5 საუკეთესო ნაწარმოები მოისმინეს, რომლებიც კონკურსში შემოსულ 51 განაცხადს შორის გამოარჩიეს.

უწყების ინფორმაციით, ჟიურის შემადგენლობამ, რომელსაც პრინც უელსის დივიზიონის სამხედრო ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დირიჟორი, კაპიტანი პოლ კოლინს სმიტი ხელმძღვანელობს, კიდევ ერთხელ იმსჯელა განაცხადებს შორის გამოკვეთილ 5 მუსიკალურ ნაწარმოებზე და განიხილა საპრიზო ადგილების გადანაწილების საკითხი.

კონკურსში გამოვლინელი საუკეთესო სამხედრო მარში 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულდება.

პირველი სამი ადგილის მფლობელი კომპოზიტორები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.
შეიარაღებული ძალების სამხედრო მარშის შექმნაზე კონკურსი თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით გამოაცხადა. კონკურსი მიზნად ისახავს ქართული სამხედრო სასულე მუსიკის განვითარებასა და ტრადიციების ჩამოყალიბებას.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics