2015-02-24 12:39:15, 536 ნახვა
საზოგადოება
აჭარის დასაქმების სააგენტო ხელვაჩაურში პროფესიული გადამზადების პროგრამის პრეზენტაციას გამართავს
აჭარის დასაქმების სააგენტო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პროფესიული გადამზადების მიზნობრივი პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, პრეზენტაცია ხელვაჩაურის გამგეობის შენობაში 26 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება.
შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ახალი ვებ-გვერდის www.hrajara.gov.ge დეტალური განხილვა.
მსგავსი შეხვედრა 27 თებერვალს 15:00 საათზე ქობულეთის გამგეობის შენობაში გაიმართება.
პრეზენტაციები ხულოს, შუახევისა და ქედისა მუნიციპალიტეტებშიც იგეგმება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან