2015-02-21 11:42:22, 398 ნახვა
სამართალი
იური ვაზაგაშვილის საქმეზე დაკითხული მთავარი მოწმის სახლი დაიწვა
სოფელ სარიბარში, იური ვაზაგაშვილის საქმეზე დაკითხული ერთ-ერთი მთავარი მოწმის ვაჟა გიგოლაშვილის სახლს, ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.
გიგოლაშვილების თქმით, ცეცხლის გავრცელება სავარაუდოდ სახურავიდან მოხდა.
შემთხვევის ადგილზე სახლში არავინ არ იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ ვაჟა გიგოლაშვილი, პირველი იყო, რომელმაც ყარაფილას საფლავზე აფეთქების ხმა გაიგო და შემთხვევის ადგილზე მივიდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან