2026-02-21 01:15:12, 1005 ნახვა
მსოფლიო
უნგრეთმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის ევროპული სესხი დაბლოკა
უნგრეთმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის ევროპული სესხი დაბლოკა.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ ამის შესახებ სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე დაწერა.
„ჩვენ ვბლოკავთ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის ევროკავშირის სესხს მანამ, სანამ უნგრეთში დრუჟბას მილსადენის გავლით ნავთობის ტრანზიტი არ აღდგება.
უკრაინა უნგრეთს აშანტაჟებს ნავთობის ტრანზიტის შეჩერებით ბრიუსელთან და უნგრეთის ოპოზიციასთან კოორდინაციით, რათა უნგრეთში მიწოდება შეფერხდეს და საწვავის ფასები არჩევნების წინ გაიზარდოს“, - ნათქვამია მინისტრთან გავრცელებულ განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,