12:10 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-29 21:39:57, 2739 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების ინიციატივით, კორეაში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას განაგრძობს. 

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თანამშრომლობით, სამხრეთ კორეაში, სეულში, ანიანგის უნივერსიტეტში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა. 

ამასთან, წიგნის გამავრცელებელ საზოგადოებასთან თანამშრომლობით, ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა საბერძნეთში (ათენი) და ესპანეთში (მადრიდი).

საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი წიგნის კუთხეები კი ხელმისაწვდომია დუბლინში (ირლანდია), ათენისა (საბერძნეთი) და ბარსელონას (ესპანეთი) საკვირაო სკოლებში. 

აღნიშნული ინიციატივები ქართველ ემიგრანტებს აძლევს შესაძლებლობას, ჰქონდეთ წვდომა ქართულ წიგნებსა და ლიტერატურაზე. საქართველოს ბანკის ქართული წიგნის კუთხეების პროექტი გრძელდება და სულ მალე მსოფლიოს მასშტაბით ახალ ლოკაციებზეც იქნება ხელმისაწვდომი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლებისა და შემეცნების სივრცის შესაქმნელად, ინოვაციური ბიბლიოთეკების - იდეათეკების პროექტს ახორციელებს, რომელიც საქართველოს მასშტაბით, 11 რეგიონის 25 სკოლის 18 000-ზე მეტ მოსწავლეს აძლევს წვდომას განათლების მისაღებად საჭირო რესურსებზე. 

თითოეული იდეათეკა აღჭურვილია 2000-ზე მეტი წიგნით - ზოგადი და სასკოლო საგანმანათლებლო რესურსით, კომპიუტერებით, პროექტორით და STEM კუთხით, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, გაეცნონ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს, ჩაატარონ მარტივი ექსპერიმენტები და გადადგან პირველი ნაბიჯები დიადი აღმოჩენებისკენ.

ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების მხოლოდ ნაწილია. ინიციატივების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics