21:57 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-08 21:04:13, 5124 ნახვა

საზოგადოება
აბიტურიენტები 1-ზე მეტ ფაკულტეტს და უნივერსიტეტს ვეღარ აირჩევენ

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ივანიშვილის განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ განსახილველი ცვლილებები წარადგინა.

მისი თქმით, ახალი მოდელის მიხედვით, აბიტურიენტები ერთზე მეტი ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის არჩევას ვეღარ შეძლებენ, რადგან მთავარი ამოცანა იქნება მხოლოდ მაღალქულიანი სტუდენტების მოხვედრა. 

"დღეს არსებული მოდელის მიხედვით, თქვენ იცით, რომ როდესაც სტუდენტი ხაზავს სასურველ ფაკულტეტებს, მას აქვს ვარიანტები, რომ რამდენიმე უნივერსიტეტი მოხაზოს და საბოლოო ჯამში, ის თუ ვერ მოხვდა თავისი ქულების მიხედვით პირველ უნივერსიტეტში, ან მეორეში მოხვდება, ან მესამეში, ან მეოთხეში და რეალურად ამით ხარისხი, მოგეხსენებათ, ვარდება.

ახალი მოდელის მიხედვით, ამის საშუალება არ იქნება, ანუ მთავარი ამოცანა იქნება, რომ მხოლოდ მაღალკვალიფიციური, მაღალი ქულების მქონე სტუდენტები მოხვდნენ, რადგან ჩვენთვის ფუნდამენტური ამოცანაა, რომ ხარისხი გავზარდოთ ამ მიმართულებით." - თქვა გაბისონიამ. 

ცნობისთვის, ცვლილება ასევე ეხება უნივერსიტეტების სახელმწიფო გრანტების მოდელსაც, რომლის მიხედვითაც, 2026 წლიდან ყველა სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარეს, უფასოდ ისწავლის.

რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, მოქმედ სტუდენებს არსებული გრანტები შეუნარჩუნდებათ, 2026 წლიდან კი კერძო უნივერსიტეტების პირველკურსელები სახელმწიფოსგან დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics