14:45 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-24 10:33:06, 381 ნახვა

სამართალი
მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ყაზბეგის, დუშეთისა და თიანეთის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს, მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია.

ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის, კულტივირებისა და ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული არიან: 1984 წელს დაბადებული დ.ა., 1965 წელს დაბადებული პ.ც და 1983 წელს დაბადებული მ.მ.  და წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1977 წელს დაბადებული შ.კ. და 1982 წელს დაბადებული კ.კ.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის:  „მეთადონი“; „სუბოქსინი“, „მარიხუანა“ და „კანაფი“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 265-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics