12:39 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-12 22:56:49, 1700 ნახვა

კომენტარი
არქიმანდრიტი, დოროთე - ამით დიტო სამხარაძე ამბობს, რომ პატრიარქის შეცვლა შეუძლია მთავრობას

“ამით დიტო სამხარაძე ამბობს, რომ პატრიარქის შეცვლა შეუძლია მთავრობას, ანუ სინოდს აყენებს შეურაცხყოფას, სინოდი არსებობს სიმბოლურად, თურმე პაატა ბურჭულაძე ან მურთაზ ზოდელავა ან ლევან ხაბეიშვილი მე პირდაპირ მაკურთხებდნენ პატრიარქად და ეს შეუძლია მთავრობას, ეს ბიძინამ არ გააკეთა თორემ ამას "ნაციონალები" გააკეთებენ, არადა, ბიძინა რაც მოვიდა იმის შემდეგ ამას აკეთებს, უბრალოდ ვერ გააკეთა, ვერ მოერია პატრიარქს” - თქვა არქიმანდრიტმა, დოროთე ყურაშვილმა "ფორმულას" ეთერში.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, ივანიშვილის დეპუტატმა დიტო სამხარაძემ დოროთე ყურაშვილის ვიდეო სოციალურ ქსელში გააზიარა და დაწერა - "ეს ჰომოსექსუალების პარტიელი, ამ სიტყვებს, სამების ამშენებელზე ამბობს! ერისკაცზე, რომელმაც ასობით ეკლესია ააშენა! ასობით ტაძარი და ციხე-სიმაგრეები აღადგინა! ამისნაირი ფარისევლების მიერ უცხოელებზე გაყიდული, ასობით ხატი და სიწმინდე დაუბრუნა საქართველოს! კანონი მიიღო მისმა გუნდმა, რომ ელგებეტე პროპაგანდა აიკრძალა ქვეყანაში!

ეკლესიის გაძლიერება დავიწყეთ ბატონი ბიძინას დავალებით და ეს, ანაფორაში გამოპარჭყული ნაცი, მინიმუმ აქ რაც ჩამოვთვალე აიგნორებს და ხალხს ატყუებს! პეტრე 2-ა ეს გოთვერანი"

ვიდეოში, რომელიც სამხარაძემ გააზიარა, არქიმანდრიტი ამბობს - "რაც ამ მთავრობამ გაუკეთა ეკლესიას და პირადად პატრიარქს არცერთს არ გაუკეთებია. გაიხსენეთ რეები გაუკეთეს პატრიარქს?! ეს ყველაფერი დაიწყო, როცა ბიძინამ თქვა, რომ პატრიარქსაც ეშლება. ეს მაშინ თქვა, როცა თვითონ იყო რეიტინგულად მაღალ მდგომარეობაში, თუმცა პატრიარქი მასზე მაღლა იმყოფებოდა და ხალხი პატრიარქს უფრო ენდობოდა. ეს ვერ აიტანადა ამხელა რეიტინგზე მყოფი კაცი, რომელიც მთელ მთავრობას მართავ იტყვი, რომ პატრიარქს ეშლება და ჩვენ შეგვიძლია მას არ დავუჯეროთ"





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics