21:37 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-30 16:09:08, 1378 ნახვა

სამართალი
გიორგი ბაჩიაშვილი - ბინა რომ ვუყიდე დედას და მამას მანქანა, ესაა თურმე ფულის გათეთრება, ეს არის აბსურდი და უნამუსობა

„ის, რომ ჩემს მიმართ შურისძიებას აქვს ადგილი, გუშინაც დადასტურდა“, - ასე გამოეხმაურა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, მსჯავრდადებული გიორგი ბაჩიაშვილი თავისი მშობლებისთვის წაყენებულ ბრალს - მათ გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 12 წლამდე პატიმრობა ელით. 

გიორგი ბაჩიაშვილმა თავისი მშობლების მიმართ წაყენებული ბრალის შესახებ 30 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა, რომელზეც საბოლოო სიტყვა წარმოთქვა „საზღვრის უკანონო კვეთის“ საქმეზე მიმდინარე პროცესზე:

„ჩემი საქციელი [საზღვრის უკანონო კვეთა] იყო განპირობებული უკიდურესი აუცილებლობით. ეს დადასტურდა ჩემი წამების ფაქტითაც [გიორგი ბაჩიაშვილს ციხეში ფიზიკურად გაუსწორდა პატიმარი], შესაბამისად, მაქსიმალური გავაკეთე, რომ ჩემი თავისა და ჩემი ახლობლების მიმართ ზიანი მაქსიმალურად ამეცილებინა.

ის, რომ 7 წლის წინ ნაყიდი ბინა და 4 წლის წინ ნაყიდი ავტომობილი თურმე ფულის გათეთრების სქემაა, და ამის გამო მშობლები უნდა იყვნენ ბრალდებულები... 75 წლის მამა, ქირურგი, რომელიც მთელი ცხოვრებაა პაციენტებზე ზრუნავს და ასევე 65 წლის დედა, თვალის ექიმი, გამოიყვანეს სისხლის სამართლის დამნაშავეებად. ეს არის აბსურდი და უნამუსობა, ასე ადამიანისთვის ჩირქის მოცხება.

ამას სამართალთან ახლოს არაფერი აქვს და არც ადამიანობასთან კავშირი. გთხოვთ, ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ. სამწუხაროდ, ვერანაირად ვიქნები დარწმუნებული დღევანდელი სასამართლოს დამოუკიდებლობაში, მაგრამ გთხოვთ, თქვენ იყოთ მაქსიმალურად დამოუკიდებელი.

მე არ ვყოფილვარ დამნაშავე, არც დღეს ვარ დამნაშავე და მთელი ცხოვრება ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს“, - მიმართა გიორგი ბაჩიაშვილმა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics