21:35 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-30 11:44:26, 1428 ნახვა

სამართალი
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 9 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციის, იმერეთის პოლიციის, კახეთის პოლიციისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 9 პირი.

ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1969 წელს დაბადებული მ.ლ.; 1997 წელს დაბადებული დ.ღ.; 1997 წელს დაბადებული ჯ.ქ.; 1984 წელს დაბადებული ვ.ბ.; 1961 წელს დაბადებული გ.გ.
ასევე, წარსულში ნასამართლევი 4 პირი - 1995 წელს  დაბადებული რ.კ; 1970 წელს დაბადებული პ.ღ.; 1976 წელს დაბადებული ა.ბ. და 1972 წელს დაბადებული ბ.ჯ.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი,  ავტომობილების და  საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს, სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი,  მათ შორის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, რევოლვერები და პისტოლეტები,   საბრძოლო ვაზნები და მჭიდები.

ცეცხლსასროლი იარაღებისა და   საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics