18:21 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-24 11:52:33, 1792 ნახვა

კომენტარი
ხაბეიშვილის ადვოკატი - საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, რომ პოლიტიკოსი დააკავეს სიტყვის, პოლიტიკური დაპირების გამო.

“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, რომ პოლიტიკოსი დააკავეს სიტყვის, პოლიტიკური დაპირების გამო.“- განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ

“საქართველოს ორგანული კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ პირდაპირ ამბობს, რომ ის ბრალი რაც ლევან ხაბეიშვილს წაუყენეს არის შეთითხნილი, პოლიტიკური და გამოგონილი. მე მინდა ციტატა წავიკითხო კანონიდან, სადაც პირდაპირ წერია - “დაპირებასთან დაკავშირებული აკრძალვა არ შეეხება პოლიტიკურ და საარჩევნო დაპირებებს, რომლებიც უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების სამომავლო განაწილებას და სახელმწიფო პოლიტიკის სამომავლო განხორციელებას.” - ამ კანონიდან პირდაპირ ჩანს, რომ ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური დავალება, რომელიც გასცა “ოცნების” პარტიამ, მთავარმა პროკურორმა პირდაპირ შეასრულა, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული, რადგან არ არსებობს კანონი, რომ ბრალი წაეყენებინათ ლევან ხაბეიშვილისთვის. საქართველოში პირველად მოხდა დამოუკიდებლობის ისტორიაში, რომ სიტყვის გამო დაეკავებინოთ ადამიანი, რომ პოლიტიკური დაპირების გამო დაეკავებინოთ ადამიანი და ბრალი წაეყენებინოთ. სხვადასხვა ინტერპრეტაციები მოჰყვა პროკურატურისგან, ასევე სხვადასხვა პოლიტიკოსებისგან, ე.წ იურისტებისგან და მე დღეს მოვიტანე განცხადება, კანონი, სადაც პირდაპირ წერია და დავუტოვეთ პროკურატურას, მერე რომ არავინ არაფერი არ თქვას, როდესაც თავისუფალი ადამიანები გაიმარჯვებენ, რომ ეს კანონი არავის არ ჰქონდა წაკითხული, აქედან გამომდინარე მე ყველა სამართალდამრღვევს ვეტყვი, რომ თქვენთან აუცილებლად მოვა კანონი და სამართალი, როდესაც თავისუფალი ადამიანები გაიმარჯვებენ და ნუღარ შეასრულებთ პოლიტიკურ დავალებებს.” - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics