2025-09-10 11:53:52, 1070 ნახვა
მსოფლიო
რუსულმა დრონმა პოლონეთში საცხოვრებელ სახლი დააზიანა
სოფელ ვირკებში დრონის ნამსხვრევები საცხოვრებელ სახლს დაეცა, რის შედეგადაც დაზიანდა სახლის სახურავი და ავტომობილი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივებმა აფეთქების ხმა გაიგეს და ცაში პოლონური გამანადგურებლები შენიშნეს.
ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.
10 სექტემბრის ღამეს, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური საჰაერო თავდასხმის დროს, რამდენიმე დრონმა დაარღვია პოლონეთის საჰაერო სივრცე, იტყობინება ქვეყნის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,