01:01 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-09 14:34:14, 1574 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბრენდინგის საფუძვლებზე საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართება

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, 15 სექტემბერს 15:00 საათზე მეწარმე ქალებისთვის ბრენდინგის საფუძვლების შესახებ, ვორკშოპი გაიმართება. ვორკშოპს ბრენდის დიზაინერი, ერეკლე ინაშვილი გაუძღვება და დამსწრეებს პრაქტიკულ მაგალითებსა და მეთოდებს გააცნობს.

მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ოთხსაათიან სამუშაო სესიაზე ბრენდინგის შესახებ საბაზისო ცოდნას მიიღებენ, გაიგებენ, რა არის ბრენდის არქეტიპული მოდელი და უნიკალური განმასხვავებელი ნიშანი. ამასთანავე, ბრენდის ვიზუალური იდენტობის შესაქმნელად პრაქტიკულ მაგალითებს გაეცნობიან.

„საქართველოს ბანკისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ჩვენ მუდმივად ვქმნით ისეთ შესაძლებლობებს, რომლებიც მათ განვითარებასა და ზრდას შეუწყობს ხელს. ბრენდინგის თემაზე ვორკშოპი ბიზნესებისთვის საკუთარი უნიკალური იდენტობის ჩამოყალიბებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გვჯერა, რომ მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები მათ ბაზარზე უფრო ეფექტურად პოზიციონირებასა და საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზებაში დაეხმარება,“ – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ღონისძიება საქართველოს ბანკის 4B სივრცეში, ალექსანდრე ყაზბეგის N15-ში გაიმართება.

ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან.

აღსანიშნავია, რომ ვორკშოპები ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics