12:38 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-29 10:57:34, 1078 ნახვა

მსოფლიო
სამხედრო მეთაური ორბანს - სანქციები და უნგრეთში შესვლაზე შეზღუდვები ტრ**ში გაიკეთეთ, ბატონო "ძვლებზე მოცეკვავევ

უნგრეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში და შენგენის ზონაში შესვლა აუკრძალოს უკრაინული სამხედრო დანაყოფის მეთაურს, რომელიც პასუხისმგებელია „დრუჟბას“ ნავთობსადენზე განხორციელებულ ბოლო თავდასხმაზე. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ  განაცხადა.

ბოლო კვირების განმავლობაში, უკრაინამ „დრუჟბას“ ნავთობსადენზე, რომლითაც რუსული ნავთობი უნგრეთსა და სლოვაკეთს მიეწოდება, სულ მციმრე სამი თავდასხმა განახორციელა, რამაც დროებით შეაფერხა მისი ფუნქციონირება.

მიუხედავად იმისა, რომ სიიარტომ აკრძალვის ადრესატი მეთაურის სახელი არ დაასახელა, ბალაზ ორბანმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურმა დირექტორმა, უნგრულ საინფორმაციო გამოცემას დაუდასტურა, რომ ეს ზომა მიმართულია რობერტ ბროვდის, უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურის წინააღმდეგ.

ბროვდიმ, რომელიც უნგრული წარმოშობისაა და ცნობილია ზედმეტსახელით „მადიარი“, დაადასტურა, რომ მის დანაყოფს ეკისრება პასუხისმგებლობა „დრუჟბაზე“ განხორციელებულ თავდასხმებზე, მათ შორის 21 აგვისტოს განხორციელებულ ბოლო იერიშზე, რომლის სამიზნეც ბრიანსკის ოლქში მდებარე უნეჩას სატუმბი სადგური იყო.

"სანქციები და უნგრეთში შესვლაზე შეზღუდვები ტრ**ში გაიკეთეთ, ბატონო "ძვლებზე მოცეკვავევ". მე უკრაინელი ვარ და მამაჩემის სამშობლოში თქვენი წასვლის შემდეგ დავბრუნდები. უნგრეთში საკმარისი ნამდვილი უნგრელია და ერთ დღეს თქვენ მათ შეაწუხებთ.

[...] რაც შეეხება პოპულიზმს უნგრეთის სუვერენიტეტისადმი ხსენებული საფრთხეების შესახებ - გააგრძელეთ ამის ადგილობრივ დეკლასირებულებზე გაყიდვა, სანამ ისინი ჯერ კიდევ არსებობენ გარკვეული მნიშვნელოვანი რაოდენობით და იღებენ მსგავს "ბლა ბლას." მაგრამ გახსოვდეთ ეთნიკურად უნგრელი, უკრაინის შეიარაღებული ძალების უკრაინელი სამხედრო მეთაურის შავ-თეთრი პოზიცია:

Дружба-ზე საუბრით თქვენ არა უნგრეთის სუვერენიტეტს, არამედ საკუთარ ბინძურ ჯიბეებს იცავთ, რომლებიც სავსეა იაფი, დასანქცირებული ნედლი მასალებით, რისი შესყიდვაც ხელს უწყობს სისხლიანი ფულის დაგროვებას, რაც იმ მიმართულებით მიფრინავს, საიდანაც რაკეტები და შაჰედები უკრაინის მშვიდობიანი ქალაქებისკენ მოფრინავენ და დღესაც, 2025 წლის 28 აგვისტოს, კიევში ათეულობით უკრაინელი დახოცეს.

თქვენი ხელები უკრაინელების სისხლშია გასვრილი და ჩვენ ამას დავიმახსოვრებთ." | წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ქვედანაყოფის მეთაური, რობერტ ბროვდი (მეტსახელად "მადიარი")" |





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics