14:09 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-25 19:54:46, 946 ნახვა

სამართალი
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულმა ნაფიც მსაჯულთა წინაშე წარდგენაზე უარი თქვა

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთილ მკვლელობაში ბრალდებულმა გელა უძილაურმა ნაფიც მსაჯულთა წინაშე წარდგენაზე უარი თქვა. ბრალდებულის თქმით, მას სურს, საქმე მოსამართლემ განიხილოს.

ადრე პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ საქმის სასამართლოში არსებითი განხილვისთვის გადაცემის შუამდგომლობა შეიტანა. დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ საქმე არ იყო გამოძიებული და არ შეიძლებოდა სასამართლოში არსებითი განხილვისთვის გადაცემა. მათ საქმის გამოძიებაში დაბრუნების შუამდგომლობა შეიტანეს.

დღეს აღკვეთის ღონისძიება გადაიხედა. პროკურორის თქმით, საქმეში შეგროვებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ უძილაურმა ჯანგველაძის მკვლელობა ფულის სანაცვლოდ შეუკვეთა, მტკიცებულებები გაანადგურა და მისი გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ადვოკატებმა გელა უძილაურისთვის გირაოს სახით აღკვეთის ღონისძიების შერჩევით შუამდგომლობა შეიტანეს, თუმცა მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის სახით ძალაში დატოვა.

წინასწარ სხდომაზე ასევე განიხილეს მტკიცებულებების დასაშვებობა. ბრალდებულმა განაცხადა, რომ მან დუმილის უფლება გამოიყენა.

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ექვს პირს წაუყენეს ბრალი, მათ შორის ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს. მათ მკვლელობის შეკვეთაში ედებათ ბრალი.

ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს მოკლეს. უძილაურს ბრალი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ემუქრება.

შემდეგი სასამართლო სხდომა 8 სექტემბერს გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics