02:19 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-13 13:18:31, 1699 ნახვა

სამართალი
შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორმა, 1969 წელს დაბადებულმა ხ.ზ.-მ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით 1964 წელს დაბადებულ მოქალაქე ი.გ.-ზე და 1960 წელს დაბადებულ მოქალაქე ა.ბ.-ზე მოახდინა ნარკოტიკული საშუალება „მორფინის“ უკანონო რეალიზაცია.

მოქალაქეების ი.გ.-სა და ა.ბ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება „მორფინი“ და ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ რომლებსაც ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და 260-ე ტერცია მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics