14:21 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-01 21:02:09, 1297 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპის საბიუჯეტო კანონპროექტი მიიღო

აშშ-ის კონგრესის ზედა პალატამ, სენატმა დონალდ ტრამპის საბიუჯეტო კანონპროექტი 24 საათზე მეტი დროის განმავლობაში განხილვის შემდეგ მიიღო.

კანონპროექტს 50-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, 50 კი, წინააღმდეგი იყო, თუმცა გადამწყვეტი ხმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მისცა.

რესპუბლიკელმა სენატორებმა, რენდ პოლმა, სიუზან კოლინზმა და თომ ტილისმა დემოკრატებთან ერთად კანონპროექტის წინააღმდეგ მისცეს ხმა.

როგორც უცხოური მედია წერს, რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელობამ შეძლო ალიასკის სენატორის, ლიზა მურკოვსკის დარწმუნება, რომელიც ადრე კანონპროექტთან დაკავშირებით ეჭვებს გამოთქვამდა, რომ მხარი დაეჭირა.

როგორც აღინიშნა, მრავალტრილიონი დოლარის ღირებულების კანონპროექტი გადასახადების შემცირებას და ეროვნული უსაფრთხოების დაფინანსების გაზრდას შეუწყობს ხელს.

კანონპროექტი ახლა წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს, ვიდრე პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეგზავნება.

ტრამპმა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ კონგრესს 4 ივლისამდე მისცა ვადა, რათა მისთვის ხელმოსაწერად კანონპროექტის საბოლოო ვერსია გაეგზავნათ. დეფიციტთან, სოციალურ პროგრამებთან და ხარჯების დონესთან დაკავშირებულმა დავებმა შესაძლოა, შეფერხებები გამოიწვიოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics