|
2025-06-26 16:16:43, 692 ნახვა
მსოფლიო
UK გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგებით უკრაინას შეიარაღებას მიაწვდის
გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგებით უკრაინისთვის იარაღი შეიძინა - კერძოდ, 350 ანტისარაკეტო რაკეტა, რომლის ღირებულება 70 მილიონ ფუნტს შეადგენს. The Guardian-ის ინფორმაციით, ეს რაკეტები თავდაპირველად საჰაერო ბრძოლისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა გაერთიანებული სამეფოს საჰაერო ძალებისა და MBDA UK-ის ინჟინრებმა ისინი მიწიდან გაშვების სისტემებისთვის მხოლოდ სამ თვეში გადააკეთეს. ასევე, უკრაინაში დამატებით 5 Raven-ის გამშვები სისტემა გაიგზავნება, რაც უკრაინაში მათ საერთო რაოდენობას 13-მდე გაზრდის. გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა ეს პაკეტი ნატოს ყოველწლიურ სამიტამდე დააანონსა. "რუსეთმა უნდა გადაიხადოს ფასი პუტინის ბარბაროსული და უკანონო ომისთვის და არა უკრაინამ" - თქვა სტარმერმა. The Guardian წერს, რომ აღნიშნული პაკეტი გაერთიანებული სამეფოს მიერ უკრაინისადმი გაწეული ყველაზე მასშტაბური სამხედრო დახმარების ნაწილს წარმოადგენს, რომლის საერთო ღირებულება 4.5 მილიარდ ფუნტს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)