08:09 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-26 15:38:42, 664 ნახვა

მსოფლიო
აიათოლა ალი ხამენეი - გილოცავთ აშშ-ის რეჟიმზე გამარჯვებას

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ „სიონისტური რეჟიმი პრაქტიკულად განადგურდა“. სოციალურ ქსელ X-ში ხამენეი ასევე წერს, რომ ირანმა შეერთებულ შტატებზეც გაიმარჯვა და “ისლამურმა რესპუბლიკამ აშშ-ს სახეში ძლიერი სილა გააწნა“.

„გილოცავთ აშშ-ის რეჟიმზე გამარჯვებას. აშშ-ის რეჟიმი ომში პირდაპირ ჩაერთო, რადგან გრძნობდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სიონისტური რეჟიმი მთლიანად განადგურდებოდა. ის ომში შევიდა ამ რეჟიმის გადასარჩენად, მაგრამ ვერაფერს მიაღწია.

ისლამურმა რესპუბლიკამ აშშ-ს სახეში ძლიერი სილა გააწნა. ის თავს დაესხა და ზიანი მიაყენა ალ-უდეიდის საჰაერო ბაზას, რომელიც რეგიონში აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი ბაზაა.

ის ფაქტი, რომ ისლამურ რესპუბლიკას აქვს წვდომა რეგიონში აშშ-ის ძირითად ცენტრებზე და შეუძლია ზომების მიღება, როცა საჭიროდ ჩათვლის, მნიშვნელოვანი საკითხია. ასეთი ქმედება შეიძლება მომავალშიც განმეორდეს. თუ რაიმე აგრესია მოხდება, მტერი აუცილებლად გადაიხდის მძიმე ფასს“, - წერს აიათოლა ხამენეი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics