|
2025-06-26 13:08:21, 659 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი - ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ირანში თავისი მისია უნდა გააგრძელოს
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ირანში თავისი მისია უნდა გააგრძელოს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს. ემანუელ მაკრონი გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს, რაფაელ გროსის შეხვდა. „საფრანგეთი მტკიცედ დგას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გვერდით, რომლის მუშაობა ბირთვული უსაფრთხოების მიზნით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აუცილებელია, რომ სააგენტოს ირანში მისიის განახლების უფლება მიეცეს“, - წერს ემანუელ მაკრონი X-ზე. ცნობისთვის, გუშინ ირანის პარლამენტმა გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან ქვეყნის თანამშრომლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილების ძალაში შესასვლელად, საჭიროა, რომ ის ეროვნული უშიშროების საბჭომ დაამტკიცოს, რომელსაც პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი ხელმძღვანელობს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)