|
2025-06-25 10:04:57, 1156 ნახვა
მსოფლიო
ანდრეი სიბიგა - ველით, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები ნამდვილად ძლიერი იქნება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ძლიერ სანქციებს ელის, რაც რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის ომის ბიუჯეტს დააზარალებს. „კარგი შეხვედრა მქონდა კაია კალასსთან. განვიხილეთ ევროკავშირის შემდეგი ნაბიჯები რუსეთზე სანქციების გაზრდის მიზნით. ველით, რომ ისინი ნამდვილად ძლიერი იქნება და პუტინის ომის ბიუჯეტს დააზარალებს“, - წერს სიბიგა სოციალურ პლატფრომა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. მისი ინფორმაციით, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, კაია კალასსთან გამართულ შეხვედრაზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინსვლის აუცილებლობის საკითხიც განიხილეს. „ასევე განვიხილეთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინსვლის აუცილებლობა. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ უკრაინამ დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა მოლაპარაკების პირველი კლასტერის გასახსნელად და რომ ერთი ქვეყნის მიერ პროცესის დაბრკოლება მიუღებელია“, - წერს სიბიგა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)