|
2025-06-25 10:03:18, 910 ნახვა
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ირანის ბირთვული პროგრამა წყალს გავატანეთ
ისრაელმა ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია, რომელიც თაობების განმავლობაში გაგრძელდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, ისრაელმა აღმოფხრა ორი ეგზისტენციალური საფრთხე, რომელიც ქვეყანას ირანისგან ემუქრებიდა : „ბირთვული იარაღით განადგურების საფრთხე და 20 000 ბალისტიკური რაკეტით განადგურების საფრთხე“. „ისრაელი უახლოეს მომავალში განადგურების წინაშე დადგებოდა, თუ ახლა არ ვიმოქმედებდით“, - აღნიშა ნეთანიაჰუმ. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უპრეცედენტო გზით იმოქმედა. „მადლობას ვუხდით მას ისრაელის დაცვაში შეტანილი წვლილისთვის და ირანის ბირთვული საფრთხის აღმოფხვრისთვის“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, ისრაელმა გაანადგურა ირანის ბალისტიკური რაკეტების წარმოების პროგრამა და „რეჟიმის ისტორიაში ყველაზე მძიმე დარტყმა მიაყენა“ მას. „ირანის ბირთვული პროგრამა წყალს გავატანეთ. თუ ირანში ვინმე შეეცდება ამ პროგრამის აღდგენას, ჩვენ იგივე მონდომებით, იგივე ძალით ვიმოქმედებთ, რათა შევაჩეროთ ნებისმიერი ასეთი მცდელობა. ვიმეორებ: ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)