23:42 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-20 19:46:09, 915 ნახვა

მსოფლიო
მარია ზახაროვა - ირანში ისრაელის ზუსტი იერიშები ბირთვულ კატასტროფას არ გამორიცხავს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტი სერიოზულ ბირთვულ საფრთხეს ქმნის.

"აღსანიშნავია, რამდენად მცირე ყურადღებას აქცევს დასავლური მედია ბირთვულ რისკებს, არ ისმის განგაშის ზარები, არ არის მოწოდებები თავშეკავებისკენ, თითქოს ეს მხოლოდ მორიგი ესკალაციაა, რომელიც არაერთხელ გვინახავს".

მისი თქმით, არასწორია იმის დაშვება, რომ ისრაელის დარტყმები ავტომატურად გამორიცხავს ბირთვულ კატასტროფას.

"რა თქმა უნდა, ადვილია ითქვას, რომ ეს მიზნობრივი და კარგად გათვლილი ოპერაციებია, მაგრამ ჩვენ გვინახავს, როგორ გადაუხვევიათ რაკეტებს კურსისთვის, რასაც მიზნიდან შორს აფეთქებები გამოუწვევია". - თქვა ზახაროვამ.

საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, რადიაცია არ ამოწმებს პასპორტებს და არ აინტერესებს ეთნიკურობა და საზღვრები.

მანამდე, 19 ივნისს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ კვლავ გააფრთხილა, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები არ წამოიწყოს იმ ფონზე, როცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი ირანის წინააღმდეგ საჰაერო იერიშებში ამერიკის ჩართვას განიხილავს. 

"გვსურს, განსაკუთრებით გავაფრთხილოთ ვაშინგტონი, რომ თავი შეიკავოს ამ სიტუაციაში სამხედრო ჩარევისგან". - თქვა ზახაროვამ. 

მისი თქმით, აშშ-ს მხრიდან ასეთი გადაწყვეტილება "უკიდურესად სახიფათო ნაბიჯი იქნება, რომელსაც ნამდვილად გაუთვალისწინებელი ნეგატიური შედეგები მოჰყვება".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics