22:14 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-17 19:41:53, 713 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში ერეკლე გეწაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

რუსეთის პროპაგანდისტული მედია, Russia Today წერს, რომ რუსეთში ქართველი მომღერლის, ერეკლე გეწაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

RT-ს ცნობაში ნათქვამია, რომ საქმე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის მუხლით აღიძრა. პროპაგანდისტული მედია წერს, რომ მათ ამის შესახებ რუსეთის მამათა საბჭოს თავმჯდომარემ, ანდრეი ზგონნიკოვმა აცნობა. აქამდე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გეწაძის პერფრომანსთან დაკავშირებით სწორედ ზგონნიკოვმა მიმართა.

25 მაისს, Tbilisi Open Air-ის სცენაზე, მუსიკოსმა ერეკლე გეწაძემ, პერფორმანსი გამართა, რომლის ფარგლებში რუსეთის დროშაზე მოშარდვის იმიტაცია გააკეთა.

მომღერლის პერფორმანს მალევე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა:

"ჯერ ერთი დროშა დროშად რჩება, რომელმა შეშლილმაც მას არ უნდა უქნას რამე. მეორე, ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები ამ აღმაშფოთებელ ქმედებას სათანადო შეფასებას მისცემს.

და პირადად ჩემგან: როდესაც ღმერთმა კაცს ტვინი არ მისცა, სხვა ორგანოებით უწევს მუშაობა, ამ შემთხვევაში იმ ორგანოთი, რომელიც ხშირად უვარდება ხელში". 

გარდა ამისა, ქართველ მუსიკოსს პერფორმანსი დაუწუნეს ქართული ოცნების წარმომადგენელმა დიმიტრი სამხარაძემ და რუსეთში საქართველოს ნაციონალურ-კულტურული ფედერალური ავტონომიის, ანუ ქართული დიასპორის პრეზიდენტმა, პუტინისტმა ბიზნესმენმა დავით ცეცხლაძემ, ხოლო, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა, საკუთარ უწყებას ერეკლე გეწაძის პერფორმანსის გამოძიება დაავალა.

27 მაისს ირაკლი კობახიძემ ერეკლე გეწაძის პერფორმანსს უკულტურობა უწოდა. მისი ეს სიტყვები შემდეგში რუსეთის კომუნისტური პარტიის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა მოიწონა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics