02:53 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-17 15:10:15, 436 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - რუსეთი ვერ ხედავს ისრაელის სურვილს, კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან გზაზე გადავიდეს

რუსეთი ირანსა და ისრაელს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებს, რათა ქვეყნები კონფლიქტის მშვიდობიანი პოლიტიკურ-დიპლომატიური მოგვარების გზას დაადგნენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ, რათა შემდგომში, ასე თუ ისე, მშვიდობიანი პოლიტიკურ-დიპლომატიური მოგვარების გზაზე გადავიდნენ“, - განაცხადა პესკოვმა ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე კომენტარის გაკეთებისას.

მისი მტკიცებით, რუსეთი ახლა ვერ ხედავს ისრაელის მხრიდან სურვილს, რომ ირანთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების გზას დაადგეს.

„თქვენ იცით, რომ რუსულმა მხარემ და, კერძოდ, პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი მზად იქნება შუამავლობისთვის. ამ ეტაპზე, ჩვენ ვერ ვხედავთ სურვილს, სულ მცირე ისრაელის მხრიდან, მიიღოს რაიმე შუამავლობა ან მშვიდობიანი მოგვარების გზაზე გადავიდეს“, - აღნიშნა პესკოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics