23:41 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-14 14:53:50, 978 ნახვა

მსოფლიო
რომის პაპმა ისრაელსა და ირანს დიალოგისკენ მოუწოდა

რომის პაპმა ისრაელსა და ირანს დიალოგისკენ მოუწოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი რომის პაპ ლეო XIV-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

რომის პაპ ლეო XIV-ს განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს „დიდი შეშფოთებით“ აკვირდება.

„მსგავს დელიკატურ მომენტში მსურს პასუხისმგებლობისა და გონიერებისკენ ჩემი მოწოდება კიდევ ერთხელ გავიმეორო. ბირთვული საფრთხეებისგან თავისუფალი უსაფრთხო სამყაროს შექმნისკენ სწრაფვა გულწრფელი დიალოგის გზით უნდა მოხდეს, რათა სამართლიანობაზე, ძმობასა და საყოველთაო კეთილდღეობაზე დაფუძნებული მდგრადი მშვიდობა შეიქმნას“, - განაცხადა რომის პაპმა.

მისი თქმით, „სხვის არსებობას საფრთხე არავინ უნდა შეუქმნას“.

„ყველა ქვეყნის მოვალეობაა, მხარი დაუჭიროს მშვიდობის საქმეს შერიგებისკენ მიმავალი გზების შექმნითა და ისეთი გადაწყვეტილებების ხელშეწყობით, რომლებიც ყველასთვის უსაფრთხოებასა და ღირსებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა რომის პაპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics