23:41 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-14 14:09:35, 697 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი - თუ ხამენეი ისრაელის მიმართულებით რაკეტების გასროლას გააგრძელებს, თეირანი ცეცხლში გაეხვევა

თუ ხამენეი ისრაელის მიმართულებით რაკეტების გასროლას გააგრძელებს, თეირანი ცეცხლში გაეხვევა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.

„ირანელი დიქტატორი ირანის მოქალაქეებს მძევლებად აქცევს და ქმნის რეალობას, რომელშიც მათ, განსაკუთრებით კი თეირანის მაცხოვრებლებს, ისრაელის მშვიდობიან მოქალაქეებზე კრიმინალური თავდასხმისთვის მძიმე საფასურის გადახდა მოუწევთ“, - განაცხადა ისრაელ კაცმა.

მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროსმა, ეიალ ზამირმა განცხადება გაავრცელა, რომ ისრაელის საჰაერო ძალები ირანში მდებარე ბირთულ და სამხედრო ობიექტებზე დარტყმებს ახორციელებენ.

შეგახსენებთ, 13-14 ივნისს ირანის მიერ ისრაელის წინააღდეგ განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით დაშავდა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა ან განადგურდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics