23:41 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-14 12:46:08, 773 ნახვა

მსოფლიო
ირანმა ისრაელის იერიშების შედეგად კიდევ ორი ირანელი გენერლის დაღუპვა დაადასტურა

ისრაელის იერიშების შედეგად ორი ირანელი გენერალი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ისრაელის სარაკეტო იერიშებს ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაზვერვის უფროსის მოადგილე, გენერალი გოლამრეზა მეჰრაბი და ოპერაციების ხელმძღვანელის მოადგილე, გენერალი მეჰდი რაბანი ემსხვერპლა.

ირანული მხარის განცხადებით, გუშინ ისრაელის იერიშების შედეგად, სულ მცირე, 78 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მაღალი რანგის სამხედრო პირები.

გუშინ, ირანის სახელმწიფო მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ისრაელის იერიშების შედეგად ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი მოჰამედ ბაღერი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური ჰოსეინ სალამი, ირანის საჰაერო ძალების მეთაური გენერალი ამირ ალი ჰაჯიზადე და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ცენტრალური შტაბის ხელმძღვანელი გოლამალი რაშიდი დაიღუპნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics