06:03 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-13 15:58:25, 660 ნახვა

მსოფლიო
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ისრაელის ირანზე თავდასხმა აშკარა პროვოკაციაა

ისრაელის თავდასხმები ჩვენს მეზობელ ირანზე აშკარა პროვოკაციაა, რომელიც უგულებელყოფს საერთაშორისო სამართალს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ეს თავდასხმები, რომლებიც იმ დროს ხორციელდება, როდესაც ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ღაზას სექტორში განხორციელებული ქმედებების წინააღმდეგ საერთაშორისო ზეწოლა იზრდება, ისრაელის წესების დამრღვევ მენტალიტეტზე მეტყველებს.

„ნეთანიაჰუს ადმინისტრაცია თავისი უგუნური, აგრესიული და უკანონო ქმედებებით ცდილობს, ჩვენი რეგიონი და მთელი მსოფლიო კატასტროფაში ჩაითრიოს. საერთაშორისო საზოგადოებამ ბოლო უნდა მოუღოს ისრაელის ბანდიტიზმს, რომელიც საფრთხეს უქმნის გლობალურ და რეგიონულ სტაბილურობას“, - წერს ერდოღანი.

მისი თქმით, თურქეთს ახლო აღმოსავლეთში მეტი სისხლისღვრა, ნგრევა და კონფლიქტი არ სურს.

„თურქეთი გმობს ჩვენი მეზობელი ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ საზარელ თავდასხმებს, სამძიმარს ვუცხადებთ ირანის მეგობარ და მოძმე ხალხს“, - აცხადებს ერდორანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics