|
2025-06-11 21:16:01, 1170 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტი შეიძლება უფრო ძლიერი იყოს
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტი შეიძლება უფრო ძლიერი იყოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესაში “უკრაინა - სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა” სამიტზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაანონსებული მე-18 პაკეტი “შეიძლება უფრო ძლიერი იყოს, განსაკუთრებით რუსული ნავთობტანკერებისა და მისი ფინანსური სექტორის წინააღმდეგ”. “ნავთობზე 45 დოლარის “ჭერი” უკეთესია, ვიდრე 60, ეს გასაგებია, ეს სიმართლეა. მაგრამ ნამდვილი მშვიდობა ნავთობზე 30 დოლარის ჭერთან ერთად მოვა. ეს ის დონეა, რომელიც ნამდვილად შეცვლის მოსკოვში აზროვნების წესს”, - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტის პროექტი რუსულ ნავთობზე “ჭერის” 60 აშშ დოლარიდან 45 აშშ დოლარამდე დაწევას ითვალისწინებდა, ისევე როგორც რუსული ბანკების წინააღმდეგ არსებული SWIFT სისტემის გამოყენების აკრძალვის “სრულ სატრანზაქციო აკრძალვად” გადაქცევა და მისი დამატებით 22 რუსულ ბანკზე გავრცელება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)