|
2025-06-09 20:55:00, 1256 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ეროვნული გვარდიის გაგზავნის გარეშე ლოს-ანჯელესი მთლიანად განადგურდებოდა
ეროვნული გვარდიის გაგზავნის გარეშე ლოს-ანჯელესი მთლიანად განადგურდებოდა , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის Truth Social-ზე წერს. „ჩვენ შესანიშნავი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც კალიფორნიაში ძალადობრივი და პროვოცირებული არეულობების მოსაგვარებლად ეროვნული გვარდია გავგზავნეთ. ამის გარეშე, ლოს-ანჯელესი მთლიანად განადგურდებოდა“, - აცხადებს დონალდ ტრამპი. მისი თქმით, კალიფორნიის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი და ლოს-ანჯელესის მერი, კარენ ბასი მას მადლობას უნდა უხდიდნენ. „ნაცვლად ამისა, ისინი კალიფორნიელ და ამერიკელ ხალხს ატყუებენ და ამბობენ, რომ ჩვენ მათ არ ვჭირდებოდით და რომ ეს „მშვიდობიანი საპროტესტო აქციებია“. ძალადობისა და ნგრევის ამსახველი ფოტოებისა და ვიდეოების ერთი ნახვითაც კი ყველაფერს გაიგებთ, რაც საჭიროა. ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჩვენ ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)