13:22 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-09 19:46:05, 814 ნახვა

მსოფლიო
უკრაინაში ისრაელის ელჩი - ისრაელმა აშშ-სგან მიღებული Patriot-ის სისტემები უკრაინას გადასცა

ისრაელმა აშშ-სგან მიღებული Patriot-ის სისტემები უკრაინას გადასცა , - ამის შესახებ უკრაინაში ისრაელის ელჩმა, მაიკლ ბროდსკიმ განაცხადა.

„არსებობს სისტემა, რომელიც უკრაინაში ძალიან კარგად არის ცნობილი, Patriot-ის სისტემა, რომელმაც 90-იანი წლების დასაწყისში გადაგვარჩინა, როდესაც სპარსეთის ყურეში პირველი ომი იყო. მაშინ ჩვენ აშშ-სგან Patriot-ის სისტემები მივიღეთ. სხვათა შორის, ეს სისტემები ახლა უკრაინაშია. ჩვენ შევთანხმდით მათ უკრაინისთვის გადაცემაზე. სამწუხაროდ, ამაზე ბევრი არაფერი თქმულა. მაგრამ როდესაც ამბობენ, რომ ისრაელმა უკრაინას სამხედრო დახმარება არ გაუწია, ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, - განაცხადა უკრაინაში ისრაელის ელჩმა.

ამასთან, ბროდსკის თქმით, ისრაელს აშშ-თან მჭიდრო კავშირები აქვს.

„ჩვენ ამ კავშირებს ათწლეულების განმავლობაში ვაშენებდით. ეს დროის მოითხოვს. ეს მოითხოვს იმას, რომ აშშ-სთვის სასარგებლო იყო“, - აღნიშნა ბროდსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics