2025-06-03 16:01:09, 756 ნახვა
მსოფლიო
პაკისტანის სამხრეთში მდებარე ციხიდან 200-ზე მეტი პატიმარი გაიქცა
პაკისტანის სამხრეთით, ქალაქ კარაჩიში მდებარე მალირის ციხიდან, მიწისძვრის დროს 200-ზე მეტი პატიმარი გაიქცა.
შემთხვევა გუშინ, 2 მაისს მოხდა - რყევების დროს პატიმრებმა საკნების ლუქები გატეხეს და ფანჯრებიც ჩალეწეს - მალირის ციხე სამხ.პაკისტანში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პენიტენციური დაწესებულებაა, რომელიც 6 000-მდე პატიმარს იტევს.
არსებული ინფორმაციით, პოლიციამ 80 პატიმრის დაჭერა და ციხეში დაბრუნება მოახერხა, თუმცა 130-ზე მეტ პატიმარს, ამ დრომდე ეძებენ.
შემთხვევისას ერთი პატიმარი დაიღუპა, ხოლო 2 ბადრაგი დაშავდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,