2025-05-23 21:12:19, 1133 ნახვა
საზოგადოება
უწყვეტი პროტესტის 177-ე დღეს რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა
პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
პროტესტის 177-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
პარალელურად აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთანაც, საიდანაც აქციის მონაწილეები, მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,