10:56 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-23 18:37:23, 988 ნახვა

სამართალი
ზვიად ცეცხლაძის მამა - ბრალდებულები ცალსახად სახლში არიან გასაშვები, არაფერი უმტკიცდებათ

ბრალდებულები ცალსახად სახლში არიან გასაშვები, რადგან არაფერი უმტკიცდებათ, არაფერი უდგინდებათ, - ამის შესახებ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.

ზურაბ ცეცხლაძის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ კარგი მოლოდინები არ აქვს.

„ნორმალური სასამართლოს პირობებში გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოვიდეს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რა სასამართლოც გვაქვს. შესაბამისად კარგი მოლოდინები არ გვაქვს“, - განაცხადა ცეცხლაძემ.

რაც შეეხება 26 მაისს დაგეგმილ აქციას, ზურაბ ცეცხლაძის განცხადებით, ღონისძიებაზე ის და სხვა პატიმრების ოჯახის წევრებიც აუცილებლად იქნებიან.

„26 მაისის ღონისძიებაზე აუცილებლად ვიქნები. დარწმუნებული ვარ, რომ სხვა პატიმრების ოჯახის წევრებიც მოვლენ და ერთად ჩავატარებთ ამ ღონისძიებას. საპროტესტო ღონისძიების სახე აღარ აქვს. პრეზიდენტის ირგვლივ შეკრებილმა საზოგადოებამ უფრო საზეიმო ხასიათი მისცა, ყველამ უნდა ვიზეიმოთ დამოუკიდებლობის დღე. შესაბამისად ჩვენც ვუერთდებით“, - განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics